სანდრო რაქვიაშვილი - NDI ამ ქვეყანაში ყველაზე ცუდ კვლევებს აკეთებს - სტატისტიკაში, სოციოლოგიაში არის ელემენტარული ზრდილობის წესები, რომელსაც ეს კვლევა არ აკმაყოფილებს

არის ელემენტარული ზრდილობის წესები სტატისტიკაში, სოციოლოგიაში, რომელსაც ეს კვლევა არ აკმაყოფილებს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი აცხადებს, რომ NDI-ს კვლევის შედეგებს ვერ ენდობა.

„NDI ამ ქვეყანაში ყველაზე ცუდ კვლევებს აკეთებს. აი "გორბიც" კი უკეთეს კვლევებს ატარებს ჩემი აზრით, ვიდრე NDI. როცა ათას კაცს ჰკითხე და 28 პროცენტი გპასუხობს მხოლოდ და იქიდან (28 პროცენტიდან, ვინც გიპასუხა) 65 პროცენტი არ გეუბნება რომელ პარტიას უჭერს მხარს და შენ ამის შემდეგ ბედავ, რომ პარტიების რეიტინგი დაწერო, უბრალოდ ძალიან კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება ამას ენდო?! რომ გამოაქვეყნეს ასეთი კვლევა, ესაა სასაცილო,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამია, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

ამასთან, ნათქვამია, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ანგარიშში ნათქვამია, რომ პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს. რომელი პარტია დგას თქვენთან თქვენს შეხედულებასთან, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:

47% - არცერთი პარტია

19% - „ქართული ოცნება“

13% - უარი პასუხზე

6% - არ ვიცი

4% - „ნაციონალური მოძრაობა“

12% - სხვა პარტიები

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა