ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ატლანტაში, გლობალური პროგრამებისა პოლიტიკის ოფისის დირექტორს, მდივნის მოადგილის თანაშემწეს მარგარეტ ნარდს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ატლანტაში, გლობალური პროგრამებისა პოლიტიკის ოფოსის დირექტორს, მდივნის მოადგილის თანაშემწეს მარგარეტ ნარდს შეხვდა. ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ანტიკორუფციული ბიუროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს. ხაზი გაესვა, საქართველოში კორუფციის პრევენციის მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი