ისრაელის თავდაცვის ძალები - „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის 433 ჯარისკაცი დაიღუპა

ღაზის სექტორში, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის დროს ისრაელის 104 ჯარისკაცი დაიღუპა და 582 დაშავდა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, საერთო ჯამში, დაღუპულია ისრაელის 433 ჯარისკაცი და დაჭრილია 1 645.

გამოცემა Haaretz-ის თავდაცვის ძალების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამჟამად საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია 34 ჯარისკაცი იმყოფება, 210 ჯარისკაცის მდგომარეობა საშუალოა, 149-ის კი - დამაკმაყოფილებელი.

ღაზის სექტორის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად, 7 ოქტომბრის შემდეგ 18 000 პალესტინელი დაიღუპა. გარდა ამისა, დასავლეთ სანაპიროზე დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 200-ს აჭარბებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია