მედია - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „ჰამასის“ წარმომადგენლებთან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ბოგდანოვმა „ჰამასის“ წარმომადგენლებთან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა , - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ბოდგანოვმა ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლების საკითხი „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის მოადგილესთან, მუსა აბუ მარზუკთან, პალესტინის დემოკრატიული კავშირის გენერალურ მდივანთან, სალეჰ რაფატთან და პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის მაღალჩინოსანთან, მაჰერ ტაჰერთან განიხილა.

„მხარეებმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მკვეთრ ესკალაციასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს, აქცენტი ღაზას სექტორში არსებულ სამხედრო და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე გაკეთდა“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

განცხადების თანახმად, ამავდროულად, რუსულმა მხარემ საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემის დაუყოვნებლივ გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ, მათ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ, თავისი პრინციპული პოზიცია დაადასტურა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია