ილია დარჩიაშვილი - აღმოსავლეთ პარტნიორობა გვაძლევს მექანიზმს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისთვის - შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები საქართველოს კანდიდატის სტატუსს მოუტანს

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო დაინტერესებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში იყოს აქტიურად ჩართული მომავალშიც, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს ფორმატი გვაძლევს მექანიზმებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ და ავაჩქაროთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორების მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.

მინისტრმა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

"დაკავშირებადობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. გარდა იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკურად ვახდენთ ჩვენი ქვეყნის ასოცირებას და ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში და ევროკავშირში, არის უამრავი პროექტი, მაგალითად შავი ზღვის ელექტრო კაბელი და ბევრი სატრანსპორტო პროექტი, რომლითაც ჩვენ ფიზიკურად უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს. შესაბამისად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი ერთ-ერთი იქნება, სადაც ჩვენ ინტეგრაციისთვის საჭირო და სასიცოცხლო პროექტებზე ვისაუბრებთ", - განმარტა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, პარტნიორები ეჭვქვეშ არ აყენებენ ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგებს, რაც საქართველოს ხელისუფლებას აძლევს ახალ ძალას და იმპულსს ევროინტეგრაციის მიმართულებით რეფორმების შემდგომი გაგრძელებისთვის.

„ეს არის გარდაუვალი პროცესი, რადგან ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია პირდაპირ კავშირშია რეფორმების გატარებასთან", - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები საქართველოს კანდიდატის სტატუსს მოუტანს.

„კანდიდატის სტატუსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ ახალ ფაზაში გადაინაცვლოს და დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრების შესახებ", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა