გერტ იან კოპმანი დარჩიაშვილს - მადლობა მთელი იმ შრომისთვის, რომელსაც ახორციელებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

დიდი მადლობა კიდევ ერთი შესანიშნავი საუბრისთვის, ძვირფასო ილია და მთელი იმ შრომისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ახორციელებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, - ასე ეხმაურება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტირატის გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ შეხვედრას/

აღმოსავლეთ პარტბიორობის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ საუბარზე სოციალურ ქსელში წერს თავად ილია დარჩიაშვილიც:

"მქონდა ძალიან კარგი საუბარი გერტ იან კოპმანთან. ველოდებით რა უაღრესად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მე მას მივაწოდე ინფორმაცია იმ სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. მოუთმენლად ველით კიდევ ერთ დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე", - წერს დარჩიაშვილი X-ის (ყოფილი „ტვიტერი“ ) პირად გვერდზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს