სალომე ზურაბიშვილი - მადლობა პრეზიდენტ პაველს სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის

მადლობა პრეზიდენტ პაველს საქართველოს სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ პეტრ პაველთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა.

„მადლობა პრეზიდენტ პაველს სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარე კვირაში საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადამწყვეტ გადაწყვეტილებას ველით. საქართველოს პრეზიდენტის ეს ისტორიული პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში ჩვენს ერებს შორის ურყევ კავშირს აღნიშნავს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტს ხვალ, 12 დეკემბერს დაასრულებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია