ილია დარჩიაშვილი კატრინ კოლონას შეხვდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ფრანგ კოლეგას, კატრინ კოლონას შეხვდა.

შეხვედრის შესახებ დარჩიაშვილი სოციალური ქსელის, X-ის [ყოფილი „ტვიტერი“] პირად გვერდზე წერს:

"მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს ფრანგ კოლეგას, კატრინ კოლონას. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებით დინამიკაზე, ასევე, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივაზე. ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი ჩვენი ქვეყნის მოლოდინს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე”, - აღნიშნავს მინისტრი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება