ილია დარჩიაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და გატარებული რეფორმები, როგორ საკანონმდებლო ისე ინსტიტუციურ დონეზე. აღინიშნა ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები.

საუბარი შეეხო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოს განესაზღვრა 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით.

ილია დარჩიაშვილმა ევროკომისარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც ემსახურება ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას. საუბრისას, აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირის მხარესთან აღნიშნული ამოცანების შესრულების კუთხით.

ამასთან მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შესახებ. განიხილეს ამ ფორმატში არსებული თანამშრომლობის და ზოგადად ფორმატის სამომავლო განვითარების პერსპექტივები. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ყურადღება დაეთმო სექტორულ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში და შეხვედრებს მართავს ევროკომისრებსა და ევროპელ კოლეგებთან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს