მამუკა მდინარაძე - სპექტაკლს, რომელსაც ჰქვია: „მინდა მივიწერო კარგი საქმე“ და მთავარ როლში ზურაბიშვილი გამოდის, არ დავესწრებით - რაც შეეხება ჩეხეთში ვიზიტს, მას იმგვარი ლეგიტიმაცია, როგორიც ზოგადად პრეზიდენტებს აქვთ, აღარ აქვს

კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ სპექტაკლს, უანტრაქტო სპექტაკლს, რომელსაც სათაური ჰქვია: „მინდა მივიწერო ეს კარგი საქმე“ და მთავარ როლში სალომე ზურაბიშვილი გამოდის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავესწრებით და არც მონაწილეობას მივიღებთ , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ 13 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიიწვია, მათ შორის, პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი. რა დროსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხელმოწერებს გადასცემს, რომლებიც კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვდა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტს არასდროს უთქვამს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„ადამიანი, რომელსაც ვერ დავაცდენინეთ ერთი სიტყვაც, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ცდილობს ეს ამბავი მიიწეროს. წარმოუდგენელი ამბავია. არა მხოლოდ არ თქვა, ართქმა რადიკალური ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენლის მხრიდან წამოვიდა, მაგრამ ქალბატონმა სალომემ არა თუ არ თქვა, რაც სიმართლე იყო და არის, პირიქით, თქვა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით და არც წელს ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. უფრო დიდი ბოროტება საკუთარი ქვეყნის წინაშე მე ვერ წარმომიდგენია, ასეთ მნიშვნელოვან დროს მთავარ თემას დაარტყა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, პრეზიდენტის ჩეხეთში ვიზიტის გამო ხომ არ უნდა ველოდოთ კიდევ ერთ დავას საკონსტიტუციო სასამართლოში, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ეს საჭირო არ არის, რადგან რასაც ახლა პრეზიდენტი აკეთებს თავისი სახელი უკვე დაერქვა.

„მე მგონია, რომ ეს საჭირო არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ამას, რასაც ის ახლა აკეთებს, თავისი სახელი უკვე დაერქვა, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. საქართველოს ე.წ. პრეზიდენტმა, კონსტიტუციის მთავარი გარანტი რომ უნდა ყოფილიყო, უკაცრავად ამ ძალიან მძიმე გამოთქმისთვის, მაგრამ თავზე გადაიხია საქართველოს კონსტიტუცია ისე, რომ არც დაფიქრდა. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ქმედება არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, აგრძელებს იმავეს, მაგრამ მთავარია, რომ ამის შესახებ ჩვენი მხრიდან მყარად იყო დაფიქსირებული პოზიცია. სახელი დავარქვით და შესაბამისად მას იმგვარი ლეგიტიმაცია, როგორიც აქვთ ზოგადად პრეზიდენტებს, აღარ აქვს. საბედნიეროდ ეს გვშველის გარკვეულ საკითხებში. მაგალითად უკვე იმპიჩმენტიც გამოცხადებული რომ იყო და „ნაცმოძრაობის“ ხარჯზე არ შედგა, ამგვარმა ჩვენმა გადაწყვეტილებამ გვიშველა ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ სალომე ზურაბიშვილის გაკეთებული განცხადების დროს. რომ არა ჩვენს მიერ არალეგიტიმურად გამოცხადების აქტი, რა დღეში და რა უხერხულობაში ჩავვარდებოდით ჩინელი კოლეგების წინაშე?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან