ბაჩო დოლიძე - გვექნება კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა სხვა დასავლურ პარტიებთან - ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობაში ძალიან ბევრი ახალი ხალხი, ასევე, გამოცდილი პოლიტიკოსებიც იქნებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ახალი პოლიტიკური პლატფორმიდან არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას არ გეგმავენ, ვინაიდან, აქვთ იმის ამბიცია, რომ პოლიტიკაში ახალი თამაშის წესების დანერგვას დამოუკიდებლად შეძლებენ.

ამის შესახებ ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, პარტია ოფიციალურად შესაძლოა ახალი წლის შემდეგ დაარეგისტრირონ.

“ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვგეგმავთ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას, ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, მაგრამ ის, რომ ჩვენ გვექნება კოორდინირებული მუშაობა, თანამშრომლობა სხვა დასავლურ პარტიებთან, რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივია. ჩვენ ურთიერთობა ბევრთან მანამდეც გვქონდა, კარგი დამოკიდებულება გვაქვს. მიზანი ერთი გვაქვს, ყველას გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ვიხილოთ ტრადიციულად იმ წიაღში, სადაც არის ცივილიზაცია. საქართველო ისტორიულად და ტრადიციულად არის დასავლური ოჯახის წევრი, შესაბამისად, იმ საერთო საქმეში ჩვენს წვლილს შევიტანთ, ვგულისხმობ იმას, რომ 2024 წლის არჩევნები მოდის. რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული არჩევნები იქნება, მომავალი გზაც საკმაოდ რთული იქნება, რადგანაც ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, თუმცა ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, ჩამოვაყალიბებთ ახალ პლატფორმას, სადაც ჩვენს ამომრჩეველს აბსოლუტურად განსხვავებულ, სუფთა პოლიტიკას შევთავაზებთ, სადაც გადამწყვეტი ფაქტორი ფული არ იქნება, სიმართლე იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზედაც დაფუძნდება ჩვენი ეს მოძრაობა. ძალიან ბევრი ახალი ხალხი იქნება და რა თქმა უნდა, ასევე იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც“ ,- განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, მათ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას „ლელოსთან“ ერთიანი სია არ ექნება.

„მე შემიძლია დღევანდელი გადმოსახედიდან გიპასუხოთ, რომ საერთოდ არც გვიფიქრია ამაზე, არც ყოფილა საუბარი, არც შიდა კონსულტაციები გვქონია ამასთან დაკავშირებით და რატომ მაინც და მაინც, „ლელო“ და არა, დავუშვათ, სხვა პარტია? იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან მკაფიო განაცხადი გავაკეთეთ, ჩვენ ვაპირებთ ახალი პოლიტიკური პლატფორმის გაკეთებას და გვაქვს იმის ამბიცია, რომ დამოუკიდებლად შევძლებთ ახალი თამაშის წესების დანერგვას პოლიტიკაში. გვინდა, რომ ცოტა სხვანაირი პოლიტიკა იყოს“,- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს