ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში ევროპის თავდაცვის ჰაბი უნდა შეიქმნას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და ევროპის თავდაცვის ჰაბის შექმნის იდეაზე ისაუბრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, ასეთი კერა უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს, რადგან ქვეყანას ომის შედეგად შეძენილი დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.

ზელენსკიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ იდეის განსახორციელებლად უკრაინა მზადაა, ძალიან სწრაფად მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება, გაამარტივოს ბიუროკრატიული პროცედურები და ასევე შეასრულოს შეკვეთები.

ზელენსკის მტკიცებით, უკრაინა მზად არის და უფრო მეტ საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებს, მაგრამ მას სჭირდება ასეთი ძლიერი კომპანიების მხარდაჭერა. კერძოდ, საუბარია საარტილერიო საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, საარტილერიო და სარაკეტო სისტემების ერთობლივ წარმოებაზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინას ასევე სურს მოიწვიოს ამერიკელი პარტნიორები უკრაინული თავდაცვის კომპანიების წილში მონაწილეობის მისაღებად, რაც ყველა მხარის ინტერესებში იქნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ