იემენიდან ჰუსიტებმა ნორვეგიულ ტანკერს რაკეტა ესროლეს

ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენიდან გასროლილი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ნორვეგიულ ტანკერ Strinda-ს მოხვდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გემი დაზიანდა და მასზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანებული ტანკერის დასახმარებლად ადგილზე ამერიკული გამანადგურებელი USS Mason მივიდა.

ინციდენტი ბაბ ელ-მანდების სრუტის ჩრდილოეთით დაახლოებით 111 კმ-ის დაშორებით მოხდა, რომელიც წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს.

7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ჰუსიტებმა სავაჭრო გემებზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით თავდასხმები დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ მათ განაცხადეს, რომ თავს დაესხმიან ყველა გემს, რომელიც ისრაელში მიემგზავრება, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ისინი. ჯერჯერობით უცნობია, მიემართებოდა თუ არა ტანკერი Strinda ისრაელის პორტისკენ და აქვს თუ არა მას კავშირი ისრაელთან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს