ოთარ შამუგიამ გერმანელ კოლეგასთან დუბაიში გამართულ შეხვედრაზე, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს, ბუნების დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის მინისტრს შტეფი ლემკეს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ გარემოს დაცვის კუთხით საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა და მინისტრს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მისივე თქმით, საქართველომ 2023 წელს ევროინტეგრაციის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია.

„მიმდინარე წელს გარემოსდაცვითი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მიღებულია წყლის რესურსების და სამრეწველო ემისიებით ვაჭრობის კანონი, ასევე, სულ მალე განვიხილავთ ბიომრავალფეროვნების დაცვის კანონს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და სწორი მართვის გეგმის შემუშავების, ასევე, ეკოტურიზმის განვითარების, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის მნიშვნელობას, რაც თვისობრივად ხელს უწყობს როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ასევე ვიზიტორების მოზიდვას.

„შტეფი ლემკემ ოთარ შამუგიას მხარდაჭერა აღუთქვა როგორც ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში.

ოთარ შამუგიამ, საქართველოს უნიკალური ბუნების გასაცნობად, გერმანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP 28) კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმაა. დუბაიში მიმდინარე კონფერენციაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის 100 000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, ლიდერთა სამიტი, მინისტერიალები, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა