გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დუბაიში გამართულ აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებრივი რესურსების სექტორის მდგრადი განვითარების საკითხებს მიეძღვნა.

ნინო თანდილაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აზიის განვითარების ბანკის კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის ირიგაციის სისტემების მოდერნიზებასა და ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას.

„აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის პირველი პროექტია, რომელიც სოფლის განვითარების სექტორში კავკასიის რეგიონში განხორციელდება. პროექტის განხორციელების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება წყლის ხელმისაწვდომობა ადგილობრივი ფერმერებისთვის. ასევე, წყლის რესურსების მდგრადი მართვა“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესზე.

„ამასთან, საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიასა და ადაპტაციის გეგმაზე, რომელიც განვითარების პროცესშია, აგრეთვე წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის დასანერგად მიმდინარე რეფორმაზე.

ღონისძიებას აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, სოფლის მეურნეობის, სურსათის, ბუნებისა და სოფლის განვითარების ხელმძღვანელი, სექტორული დირექტორი, მსოფლიოს სასურსათო პროგრამის პოლიტიკისა და პროგრამის განყოფილების, სურსათის სისტემებისა და მდგრადობის სამსახურის დირექტორი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა