აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი, ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანკე ბრუინს სლოტთან შეხვედრაზე შესაძლებლობა ჰქონდა, გაეზიარებინა ინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევასთან დაკავშირებით.

„ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანკე ბრუინს სლოტთან შეხვედრაზე, მქონდა შესაძლებლობა რომ გამეზიარებინა ინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევასთან დაკავშირებით. მე გამოვთქვი იმედი, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ისე მთელი რეგიონისთვის“, - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა