ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი იქნება

აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მომავალ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი „ახალი აზერბაიჯანული პარტიის“ კანდიდატი იქნება, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და ცენტრალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თაჰირ ბუდაგოვმა განაცხადა.

„ეს საკითხი საბჭოს სხდომაზე განიხილება. აზერბაიჯანელი ხალხი ამბობდა, რომ ის, ვინც ყარაბაღს გაათავისუფლებს, გახდება აზერბაიჯანის მარადიული პრეზიდენტი. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმ პოლიტიკით, რომელსაც 20 წელია ახორციელებს, ათავისუფლებს რა ჩვენს მიწებს სომხეთის ოკუპაციისგან, დაიმსახურა ასეთი ტიტულის ტარების უფლება. მჯერა, რომ ამ მოსაზრებას ყველა აზერბაიჯანელი იზიარებს“, - განაცხადა ბუდაგოვმა.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარების შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია