ანა ნაცვლიშვილი - პიროტექნიკის დღეს მოქმედი რეგულაციები არ მუშაობს - პარლამენტში 9 თვეა დევს ჩვენი კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვაზე, მაგრამ „ქართული ოცნება“ ისე აპირებს დაასრულოს სესია, კომიტეტზე განხილვა არ ყოფილა

პიროტექნიკის დღეს მოქმედი რეგულაციები არ მუშაობს და ამ პირობებში გვყავს დაზარალებულები, მათ შორის ბავშვები - პარლამენტში 9 თვეა დევს ჩვენი კანონპროექტი საშიში პიროტექნიკის აკრძალვაზე,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ისე ასრულებს საშემოდგომო სესიას, რომ 9 თვის წინ შემოტანილი კანონპროექტის არც ერთი განხილვა არ ყოფილა კომიტეტზე.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მაქსიმუმი გააკეთეს, რომ სამუშაო რეჟიმი წარმართულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში, თუმცა, მიიღეს პასუხი, რომ კანონპროექტი არ იქნება მიღებული. ნაცვლიშვილის თქმით, შესაძლოა, ჩნდებოდეს ეჭვი ბიზნესინტერესებზეც იმდენად, რამდენადაც პიროტექნიკის შემოტანა რამდენიმე მილიონის ღირებულების ბიზნესია.

„უპირველესად, მინდა სრული და სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო მოზარდს, რომელიც გუშინ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, მძიმედ დაზიანდა და კატასტროფის ბრიგადით გადმოყვანილია თბილისში, რათა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადარჩეს.

მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ამ პარლამენტში ჩვენ მიერ მომზადებულია და 9 თვეა დევს კანონპროექტი საშიში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ. ის რეგისტრირებულია 28 მარტს და „ქართული ოცნება“ ისე აპირებს დაასრულოს სესია, რომ კომიტეტზე არც ერთი განხილვა არ ყოფილა ამ კანონპროექტის. რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ფორმალურად ჩატარდა, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ბავშვი დაზიანდა და სამწუხაროდ, ახალი წლის პერიოდში საქართველოში მსგავსი დაზიანების ფაქტები იშვიათი არ არის. ეს არის იმ გულგრილობის შედეგი, რომლითაც „ქართული ოცნება“ მოეკიდა ამ თემას და გამზადებული კანონპროექტი შემოდო თაროზე. არც ჩვენი მიიღეს, არც თავისი წარმოადგინეს. მე ხელთ მაქვს გასული წლის ძალიან მძიმე სტატისტიკა, როცა მხოლოდ ერთ თვეში იმდენად დაზიანდნენ ადამიანები, რომ 87 მათგანს, მათ შორის 19 ბავშვს, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. კანონპროექტს გასულ კვირას საქართველოს ათასობით მოქალაქემ დაუჭირა მხარი და კიდევ ერთხელ მიმართა პარლამენტს, რომ მიეღოთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში, ერთ-ერთ სოფელში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 12 წლამდე ბავშვი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდის მიერ ნასროლი პიროტექნიკა ბენზინის ავზში ჩავარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ადგილობრივებმა განაცხადეს, მოზარდს სხეულზე დამწვრობა აღენიშნება, დაშავებული ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა