შალვა პაპუაშვილი - აზერბაიჯანში უმაღლეს დონეზე გამართულ შეხვედრებზე შინაარსობრივი საუბარი გვქონდა - უმოკლეს ვადებში განხორციელდება ის, რაზეც შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ყველა შეხვედრაზე, რომელიც შედგა, შინაარსობრივი საუბარი იყო.

მისი თქმით, უმოკლეს ვადებში განხორციელდება საკითხები, რომლებზეც პარლამენტთან თანამშრომლობის კუთხით შეთანხმდნენ.

„უმაღლეს დონეზე ხანგრძლივი, დეტალური და შინაარსობრივი საუბარი გვქონდა როგორც პრეზიდენტთან, ისე პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან. ყველა შეხვედრაზე ხაზგასმული იყო სულისკვეთება, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს. ეს არის არა მხოლოდ მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ეს არის ძმობა, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს, რთულ პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთმანეთის სიხარულის გაზიარება. დარწმუნებული ვარ, უმოკლეს ვადებში განხორციელდება საკითხები, რომლებზეც პარლამენტთან თანამშრომლობის კუთხით შევთანხმდით. გვსურს თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება პარლამენტებს შორის, რათა უფრო სტრუქტურული დატვირთვა მივცეთ ჩვენს ურთიერთობებს კომიტეტებს, აპარატებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. ასე რომ, ჩვენს ორ ქვეყანას წინ აქვს ძმური და წარმატებული მეგობრობის, განვითარების გზა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა