ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანი - ვიხილავთ ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას - საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს

ვფიქრობ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საბჭოში სირთულეები არ არსებობს, - ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა, პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

მისი თქმით, საბჭოს თავმჯდომარეობის წინადადება კომისიის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს.

„ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით საბჭოში სირთულეები არ არსებობს. ჩვენ ვიხილავთ ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ საბჭოს თავმჯდომარეობის წინადადება კომისიის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს. საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს“, - აღნიშნა ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს