ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, მითუმეტეს, რომ ის კონსტიტუციის უხეშად დარღვევას აგრძელებს

„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, მითუმეტეს, რომ ის აგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას - ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, არ მივალთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 13 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებდა.

„ამ დღეებშიც ის კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი ადამიანის ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივალთ, ვერ მივალთ. ეს არ არის ჩვენი საქმე, მისი პოზიციიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მე შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე?“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, იმედოვნებს, რომ ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს ყველა დროის ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება