რაჭაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა მძიმე ტექნიკა გადასცა

რაჭაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, აშშ-ს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა მძიმე ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციამ აღჭურვილობა ჰუმანიტარული დახმარების პროექტის ფარგლებში მიიღო და ის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებზე, საჭიროებისამებრ, განაწილდება. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში მათი მხრიდან, კვლავ, იგეგმება რეგიონისთვის მძიმე ტექნიკის გამოყოფა, რის შედეგადაც რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტი სრულად დაკმაყოფილდება.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზეც ისაუბრეს და განიხილეს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის კატასტროფებზე რეაგირებისა და მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილი სამომავლო პროექტები.

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მივიღეთ მძიმე ტექნიკა, რომელიც იქნება განაწილებული მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტში. ჩვენი, როგორც მაღალმთიანი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე ტექნიკის არსებობა, რადგან საგანგებო სიტუაციებისა და განსაკუთრებით სტიქიური მოვლენების დროს საჭიროა სწრაფი და ეფექტური რეაგირება“,- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ამბროლაურის მერიის ცნობით, ტექნიკის გადაცემის ცერემონიას სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, მოადგილეებთან - ქრისტინა კობახიძესთან, ალუდა თუთისანთან, ბერდია ჩანქსელიანთან, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან- გოჩა ენუქიძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა. ასევე ცერემონიას ესწრებოდნენ გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, პოლკოვნიკი გიორგი შერაზადაშვილი, გენერალი რომან ჯოხაძე, აშშ-ს საელჩოს მხრიდან კი პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და ვიცე-პოლკოვნიკი ეროლ მუნირი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო