აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საქართველოში UNDP-ის მოქმედ ხელმძღვანელს, დაგლას უებს უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედ ხელმძღვანელს, დაგლას უებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ერთობლივად განხორციელებული, მიმდინარე პროექტები, საერთო მიღწევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„UNDP-ის მხარდაჭერითა და მათთან ნაყოფიერი თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები ხელს გვიწყობს ევროპული დემოკრატიის პრინციპების დამკვიდრებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაში“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

ინფორმაციის მიხედვით, სტუმარმა დაათვალიერა შენობაში არსებული ხელმისაწვდომობის კომპონენტები (ტაქტილური ბილიკები, ლიფტი და ა.შ), ბიუროს ოთახი, სასესიო დარბაზი და გაეცნო მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მუშაობას.

„აჭარის უმაღლესი საბჭოს პროგრესი ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით, მისასალმებელია, პროგრესია მოქალაქეთა ჩართულობის, ღიაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებითაც, რაც ძალზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დაგლას უებმა.

უწყების განმარტებით, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, აჭარის უმაღლეს საბჭოში განხორციელდა მთელი რიგი რეფორმები, შემუშავდა შენობისა და ვებგვერდის ხელმისაწვდომობის კონცეფციები, რომელთა შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციული შენობა, რეგიონში ერთ-ერთი პირველია, რომელიც სრულადაა ადაპტირებული შშმ პირთათვის. ამასთან, ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაინერგა ჩართულობის ახალი მექანიზმები, შეიქმნა მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, ახალი ვებპორტალი - chaerte.sca.ge, რომელიც მოქალაქეებს ხელსაყრელ ელექტრონულ სერვისებს სთავაზობს.

თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2019-2023 წლებში, განხორციელდა პროექტი - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ და მიმდინარე წლის დეკემბერში, კვლავ ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიწყო ახალი, ორწლიანი პროექტი სახელწოდებით - „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე