შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლატვიის რესპუბლიკის პოლიციის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ლატვიის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსმა არმანდს რუკსმა უმასპინძლა.

ვიზიტის განმავლობაში, გაიმართა შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასა და ლატვიის რესპუბლიკის პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შორის.

შეხვედრებზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გამოხატეს მზაობა, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს