დავით ნარმანია - 45-წლიანი არსებობის განმავლობაში ენგურჰესმა ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენგურჰესის 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სემეკის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, სემეკის თავმჯდომარემ საქართველოსთვის ენგურჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ენგურჰესის 45 წლის იუბილეს ვულოცავ სადგურის ყველა თანამშრომელს, ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის ყველა წარმომადგენელს. ენგურჰესის მნიშვნელობა დიდია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული თუ სხვა მიმართულებების განვითარებაში. ენგურჰესი არის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი. 45 წლიანი არსებობის განმავლობაში ენგურჰესის საიმედო და გამართულმა ფუნქციონირებამ ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. მისი არსებობის განმავლობაში სადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება 120 მილიარდ კვტ.სთ-ს აღემატება. ამასთანავე, რეაბილიტაციის შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა და მუშაობის საიმედოობა. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესი ის ადგილია, სადაც ქართველებსა და აფხაზებს თანამშრომლობა არ შეუწყვეტიათ. 2015 წელს, ქვეყნის უდიდეს ჰიდროელექტროსადგურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის უნიკალურობასა და მასშტაბურობას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებაზე „საპატიო ენგურჰესელის“ ჯილდო გადაეცათ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც 45 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ჰესის ფუნქციონირებას. ამასთანავე, გაიმართა ენგურჰესის ისტორიის შესახებ ფილმის ჩვენება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს