არჩილ თალაკვაძე - ცდილობენ „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელი გადაერქვას, საზოგადოებისთვის მიუღებელი ადამიანები გადამალონ და რაღაც ახალი შესთავაზონ არჩევნებში მოსახლეობას

როგორც იქნა, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლებმა, პატრონებმა გაიგეს ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხნის წინ გაიგო, რომ ეს არის დაზიანებული პოლიტიკური პარტია ადამიანებით, რომლებსაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე წააგო 9 არჩევნები და ახლა ხვდება, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ნულოვანი შანსი აქვს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება სცადოს.

„არათუ ხელისუფლებაში დაბრუნება, ისინი კარგავენ უკვე მთავარ ოპოზიციურ ადგილსაც, ამიტომ დაწყებულია პროცესი, როდესაც დარჩენილი პოლიტიკური კაპიტალის გადაქაჩვა მიმდინარეობს ახალ პოლიტიკურ ბანაკში, რომლის კონტურები, პრინციპში, ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია. არის მცდელობა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გადაერქვას სახელი, გადამალონ ის ადამიანები, ვინც საზოგადოებისთვის მიუღებელია და სცადონ რაღაც ახალი მაინც შესთავაზონ არჩევნებში მოსახლეობას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ხალხის მხარდაჭერა და "ქართული ოცნება" მომავალშიც აიღებს პასუხისმგებლობას საპარლამენტო არჩევნებში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია და ჩვენ გვჭირდება საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული ოპოზიცია. ეს არის მომენტი იმ ოპოზიციური ჯგუფებისთვის, პარტიებისთვის, რომელსაც მართლა აინტერესებს ქვეყნის მომავალი, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, პოლიტიკა, რომელსაც შედეგი მოაქვთ ხალხისთვის, რომ დაიკავონ ის სივრცე, რომელიც დღემდე „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ სატელიტ პარტიებს უჭირავთ. ასე რომ, ჩვენს საზოგადოებას ვერავინ მოატყუებს, რაც უნდა ერთი პარტიიდან მეორეში გადალაგდეს პროცესი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე