ირაკლი კობახიძის განცხადებით, იზიარებს პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მაგრამ „ლელოს“ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს და საკუთარს დააინიცირებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენების მკაცრი შეზღუდვის პოზიციას იზიარებს, თუმცა, ამ საკითხზე „ლელოს“ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს და საკუთარს დააინიცირებს. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტს პარლამენტში სავარაუდოდ, გაზაფხულზე შეიტანენ.

„ვიზიარებ პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მხარს დავუჭერდი ასეთ კანონის მიღებას, მაგრამ„ლელო“ არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, “ლელოს“ არც ერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. რაც შეეხება თემას, ამაზე მე მაქვს ჩემი პოზიცია, ვიცი, რომ ჩემს თანაგუნდელებსაც აქვთ მსგავსი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელსაც მხარს დავუჭერთ. „ლელოს“ კანონპროექტის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში არ შედის,“ - განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ბავშვის დაზიანებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში 9 თვეა შემოტანილია მათი კანონპროექტი პიროტექნიკის მკაცრი რეგულირების თაობაზე, რომელსაც პარლამენტი არ განიხილავს და ამ ხნის მანძილზე არც საკუთარი ვერსიას აინიცირებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს