პრემიერი - 2004 წელს განათლების სისტემაში ჩატარდა ვითომ რეფორმები, მათ ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ - ეს იყო მცდელობა, შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ჩვენი ქართველობა

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას - შემდეგ იყო 2004 წელს ჩატარებული ვითომ რეფორმები, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად, მოანგრიეს მთელი სისტემა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ეს იყო მცდელობა, შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ჩვენი ქართველობა“.

„საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო 2004 წელს ჩატარებული ვითომ რეფორმები. მას შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად მოანგრიეს მთელი სისტემა და რაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც რაღაც ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას ემსახურებოდა ჩვენს ახალგაზრდებზე, ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ მათ. ასევე ვიტყოდი, რომ რეალურად, ეს იყო მცდელობა, შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ჩვენი ქართველობა და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. რა თქმა უნდა, ეს იყო აბსოლუტურად გაუაზრებელი და ვიტყოდი, ილუზია, უტოპია, რომელიც ძალიან მალე დასრულდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან ბევრი სიახლე წამოიწყო არაერთმა მინისტრმა, ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. ჩვენს მინისტრს, გიორგი ამილახვარს ძალიან კარგი ხედვა აქვს.

ასევე, მინდა ვთქვა მნიშვნელოვანი წამოწყების თაობაზე, რომელზეც მინისტრიც ისაუბრებს - განათლების ეროვნული მიზნები არ განახლებულა ბოლო 20 წლის განმავლობაში. 2004 წელს მიიღეს განათლების ეროვნული მიზნები და მას შემდეგ, არ განახლებულა და ამიტომ საჭიროა, ახალი ხედვის ჩამოყალიბება. განახლებული მიზეზები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას, პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, კულტურისა და ოჯახის ფასეულობების კუთხით. მინისტრს აქვს ძალიან კარგი ხედვები, როგორ უნდა მოხდეს სკოლების ზოგადად მეტი ავტონომიურობა, დეცენტრალიზაცია და ქართული უფლებების დელეგირება. რა თქმა უნდა, ცენტრალურ ნაწილში უნდა დარჩეს მხოლოდ განათლების პოლიტიკა. ასევე ხედვა გვაქვს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება განახლებული დოკუმენტის წარმოდგენა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე