პრემიერის განცხადებით, 2027 წლისთვის საქართველოში ყველა სკოლა ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით აშენებული და რეაბილიტირებული იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ყველა სკოლა 2027 წლისთვის რეაბილიტირებული და აშენებული ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით იქნება.

როგორც მან “ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე” აღნიშნა, 2024 წელს დაგეგმილია დაახლოებით 250-მდე ახალი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

„მოგეხსენებათ, რომ შარშან, ჩემი დავალებით, დავიწყეთ მასშტაბური პროგრამა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი სკოლა აშენდა და რეაბილიტირდა ბოლო წლებში, ჩვენ დავიწყეთ 1000- მდე ახალი სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა, მილიარდი ლარი დაიხარჯება. ამ პროექტის ფარგლებში ყველა სკოლა 2027 წლისთვის რეაბილიტირებული და აშენებული იქნება, შეიძლება ითქვას, ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები, ბავშვები და მასწავლებლები ღირსეულ პირობებში ატარებდნენ დღეს, იღებდნენ ცოდნას და ასწავლიდნენ ჩვენს შვილებს. შარშან დავაკონტრაქტეთ რამდენიმე ასეული სკოლა, წელსაც უკვე მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და გაისად, 2024 წელს დაგეგმილია დაახლოებით 250-მდე ახალი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაციაც”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში