ალეკო ელისაშვილი - ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს, რაჭიდან რიყეზე ერთი კავკასიური სოჭი გადმოგვირგოს და მოვრთოთ ხოლმე - თავზე საყრელი ფული გვაქვს, რომ ყოველ წელს 2-3 მილიონს არ ვიხდიდეთ ნაძვის ხეში?

ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს, რაჭიდან რიყეზე ერთი კავკასიური სოჭი გადმოგვირგოს და მოვრთოთ ხოლმე - ცოცხალი ნაძვის ხე გვექნება, რომელშიც ფულს აღარ გადავიხდით - თავზე საყრელი ფული გვაქვს, რომ ყოველ წელს 2-3 მილიონს არ ვიხდიდეთ ნაძვის ხეში? - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე არსებულ ნაძვის ხესთან პატარა სივრცეა და საღამოობით ბავშვები ნორმალურად გართობას ვერ ახერხებენ.

„თუ რამე იცის ბიძინა ივანიშვილმა ეს არის ხეების გადატან-გადმოტანა აქეთ-იქით. მე პირადად სულაც არ მაღიზიანებს მისი ეს ჰობი. მდიდარი კაცია და უცნაური რაღაცებით ერთობა. მეტსაც ვიტყვი, შეკვეთილის პარკი არის არაჩვეულებრივი და სულაც არ მაღიზიანებს ბაობაბები რომ მოაქვს აფრიკიდან. კარგად იცის ეს საქმე.

რაჭაში იზრდება არაჩვეულებრივი კავკასიური სოჭი, ულამაზესი, თან რამდენიმე ათეული მეტრია სიმაღლეში. ერთი ხე გადმოვრგოთ, ოღონდ არა პარლამენტის წინ, არამედ გადმოვრგოთ ცოცხალი ნაძვის ხე აქ, რიყეზე, სადაც სივრცეც არის, მასთან მოხვედრა არ არის რთული, ბავშვებიც ისიამოვნებენ, გაერთობიან და ერთმანეთზე არ იქნებიან შემჯდრები, როგორც აქ არის პარლამენტის წინ საღამოობით. ცოცხალი ნამდვილი ნაძვის ხე გვექნება, რომელშიც ფულს აღარ გადავიხდით ხოლმე და მოვრთოთ ეს ცოცხალი ნაძვის ხე ყოველ წელს. რა უნდა ამას? თავზე საყრელი ფული გვაქვს, მეტი პრობლემა არ არის მოსაგვარებელი ამ ქალაქში, რომ ყოველ წელს 2-3 მილიონს არ ვიხდიდეთ ნაძვის ხეში? ეს არის გაუგებრობა, ეს არის აღმაშფოთებელი. რა უნდა ამის მოფიქრებას? აგერ, ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს, გადმოგვირგოს რაჭიდან ერთი კავკასიური სოჭი რიყეზე და ქალაქიც დაისვენებს და ჩვენი ჯიბეებიც. თუ არ იცის კალაძემ რაში უნდა დავხარჯოთ ფული, მე ვეტყვი ის 2 მილიონი წლიდან წლამდე რას შეიძლება მოხმარდეს,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს