მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას - გაიგეთ, რომ უფსკრულში, საითაც თქვენ მიისწრაფვით, ამ ქვეყანას ვერ გამოგაყოლებთ

საქართველო არის იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში, რომლის საფუძველზეც ევროკავშირში წევრობის გზაზე შემდგომი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. გასული წლის ივნისიდან დღემდე, მრავალი ბრძოლის გადატანა მოგვიწია იმ ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე ვდგავართ, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიის კვალდაკვალ, ბრიუსელსა თუ ევროპის სხვა დედაქალაქებში, მმართველ გუნდს სიმართლის მიტანა უწევდა.

„ფაქტობრივად საბოტაჟის ფონზე მოგვიწია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და კიდევ ერთხელ ჩვენება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა და გადავლახოთ სირთულეები, თუკი ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს შეეხება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის ოპოზიციაში ჩამდგარმა ძალებმა როგორც არ უნდა ეცადონ ხელისუფლების ძალისხმევის განიავება, ფაქტია, რომ ეს არის ევროკავშირთან ასოცირების პროცესში თითქმის ათწლიანი შრომის, საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის გაწეული ძალისხმევის შედეგი.

„ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა, რომ არა ქართველი ხალხის სიბრძნე, ნება და მხარდაჭერა, რომელიც ზურგს გვიმაგრებს ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას. გადაწყვეტილება, რომელსაც ასე ელოდება სრულიად საქართველო, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირისთვის. გაფართოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერების პასუხისმგებლობაა თავად ევროპის მომავლის წინაშე. რამდენადაც მნიშვნელოვანია საკითხი, იმდენად რთულია მის გარშემო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და არც ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი მარტივად. იმედია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები კვირის ბოლოს შეძლებენ კონსენსუსის მიღწევას ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით იმგვარად, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დროში აღარ გაიწელება და მოგვეცემა შესაძლებლობა ჩვენი ძალისხმევა უკვე, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ მივმართოთ შემდგომი ეტაპების გასავლელად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ოპოზიციას მიმართა, რომ არასწორ მხარეს დგანან და უფსკრულში მიისწრაფვიან.

„თქვენ საქართველოს დააკარგვინეთ დრო და მიაყენეთ ძალიან მძიმე რეპუტაციული ზიანი, რომელსაც ანაზღაურება სჭირდება, ანაზღაურებას - ფასის გადახდა და თქვენ ამ ფასს აუცილებლად გადაიხდით. ჩვენი სამშობლო არ არის არც „მაჩანჩალა“, როგორც თქვენ მას წარმოაჩენთ, არც „შავი ხვრელი”, როგორც თქვენ უწოდებთ და არც ქართველი ხალხია მხდალი და უჭკუო, როგორც თქვენ მიგაჩნიათ. დღეს აქ რომ ვართ, ქართულ ენაზე ვსაუბრობთ და ჩვენი წინაპრების ნანატრ გადაწყვეტილებას ველით ევროპისგან, დღეს, ბრიუსელში ქართული კულტურის ზეიმი რომ არის, რომელიც იმას აჩვენებს, რომ ევროპა აქ იწყება, ეს არც უჭკუო და მხდალი ერის ისტორიული მონაპოვარია და არც ჩანჩალით მიღწეული შედეგი. ეს არის ბრძოლა, რომელზეც თქვენ თქვით უარი, არასწორ მხარეს დადექით და საკუთარ სამშობლოს მტრად ექეცით. ბევრის მოლოდინი ვერ გვექნება იმ ადამიანებისგან, ვინც ამაყობთ სხვისი ინტერესების დაცვით საკუთარი სამშობლოს ინტერესების ხარჯზე, მაგრამ ის მაინც გაიგეთ, რომ უფსკრულში საითაც თქვენ მიისწრაფვით, ამ ქვეყანას ვერ გამოგაყოლებთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში