დონალდ ტუსკი - არ შემიძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც საუბრობენ, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ - უნდა გვახსოვდეს, რისთვის მიმდინარეობს ომი

არ შემიძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც იმაზე საუბრობენ, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ, - ამის შესახებ პოლონეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„მე არ შემიძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც იმაზე საუბრობენ, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ. ისინი ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ პოლონეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რისთვის მიმდინარეობს ომი. უკრაინელები რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის იბრძვიან. მათი ბრძოლა მაიდანზე დაიწყო და ისინი დასავლეთის სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად იბრძვიან. მათ სურთ, რომ უკრაინა დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, დემოკრატიული სახელმწიფო იყოს და ახლა ისინი სწორედ ამისთვის იბრძვიან“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

ცნობისთვის, პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობა ფიცს 13 დეკემბერს დადებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში