ანონსი  13 დეკემბერი

13 დეკემბერს, 09:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სკოლის დირექტორების კონკურსზე დაბლოკილი კანდიდატები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

მის: დ. უზნაძის 52

საკონტაქტო: მაია ეკალაძე - 577 33 26 99; დავით ფერაძე - 579 18 24 34.

13 დეკემბერს, 09:30 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კვლევების პრეზენტაციას გამართავს. კვლევები აერთიანებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების ხედვებს მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე.

მის: გია ჭანტურიას 8 (ლიტერატურის მუზეუმი).

საკონტაქტო: ლიზა ზუბაშვილი - 577173070

13 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტში, „საქართველოს სოფლის მეურნეობა ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ - პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიების სტუმრებს მიმართავენ: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

ადგილი: შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი

13 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მესამე ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს - მედიაცია იურისტებისთვის უმასპინძლებენ.

მის: თელავის ქ. N20

საკონტაქტო: 555451001; 595505504.

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ თბილისის ურბანული განვითარების ხედვასთან დაკავშირებით დარგის ექსპერტებთან შეხვედრას გამართავენ.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.#13

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია 555 60 26 34

13 დეკემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: კომიტეტის სათათბირო ოთახი N518

13 დეკემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმრათება.

ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტში შეიტანს საკანონმდებლო წინადადებას უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე, რაც ორგანიზაციის განმარტებით, ევროკომისიის დათქმის შესრულებას დაეხმარება.

13 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

13 დეკემბერს, 17:00 საათზე, ევროკავშირის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, სოციალური საწარმო „ისტორიალის“ განახლებული სახელოსნოსა და ახალი საკოლექციო ხაზის „თბილისური ისტორიული არტეფაქტები თანამედროვე აქსესუარებში“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ნიკო ნიკოლაძის #7

საკონტაქტო: 599 87 27 77

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო