მამუკა მდინარაძე - საქართველო არასდროს დადგება ცალ ფეხზე იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოაწონოს - მყარად, ღირსებით შევალთ ევროპულ ოჯახში, დავბრუნდებით ჩვენს ადგილას, სადაც ამ ქვეყნის ბუნებრივი ადგილია

ეს იყო ურთულესი სასესიო წელი, რომლის სირთულესაც უზრუნველყოფდა საქართველოს მტრობაში გაწაფული შიდაპოლიტიკური არა ერთი ძალა, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ერთწლიანი მუშაობა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო წელი დასრულდა პოზიტიური შედეგებით, ეკონომიკური წინსვლით, სტაბილურობით, მშვიდობით და ამაში პარლამენტის როლი უდიდესია.

„ის, რომ „რუსულ კანონად“ იწოდა ამერიკული კანონი ეს ამ მტრობის ნაწილია. ის, რომ რთულ, ეკლიან გზაზე, სადაც ცალ ფეხზე ხტუნაობას მოგვიწოდებდნენ, ორ ფეხზე დავდექით და კანონებიც ამგვარად მივიღეთ. მივიღეთ უამრავი კანონი, რომელიც ემსახურებოდა მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესს, 12 რეკომენდაციის შესრულებას და ასობით კანონი მიღებული იყო ამ ზეწოლის, სტრესული გარემოს, ამ საბოტაჟის ქვეშ. სამუშაო ჯგუფებში ვერ შემოვიყვანეთ ოპოზიციის წარმომადგენლები და მაინც მოვახერხეთ, ეს კანონები იმგვარად დაწერილიყო, რომ აღსრულების მექანიზმებიც, შემდეგი გაგრძელება შესაბამისი ყოფილიყო. საბოლო ჯამში, ამას მოყვა ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია რამაც გაგვახარა და არის მყარი გარანტია იმისა, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამის პარალელურად, არაერთი ეკონომიკური, სამართლებრივი პროექტი გავიტანეთ, რომელსაც ხანდახან საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, რაც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. არის თანმდევი პროცესი ეკონომიკური გაძლიერებისა იმიტომ, რომ ახალი გამოწვევები ჩნდება. როდესაც რეგიონში არის ურთულესი მდგომარეობა, ერთი ომი, მეორე ომი, შენ ამ ქვეყანაში მშვიდობა გაქვს, ამ მშვიდობის ფონზე სტაბილური განვითარებაა უზრუნველყოფილი, არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელი დავასრულეთ პოზიტიური შედეგებით, ეკონომიკური წინსვლით, სტაბილურობით, მშვიდობით და ამაში პარლამენტის როლი უდიდესია. რევოლუციური სცენარის განვითარების პრევენცია მოვახდინეთ. უამრავი საკითხი იყო, რომელიც პარლამენტის კომპეტენციაში არ შემოდის, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკურად მყარად დგომა და საქართველოს პარლამენტი ამ მიმართულებითაც მყარად, ორ ფეხზე დგას. არასდროს დადგება არც საქართველო, არც პარლამენტი, არც საკანონმდებლო, არც აღმასრულებელი ორგანო და არც სხვა ინსტიტუტი ცალ ფეხზე იმისთვის, რომ თავი მოაწონოს ვინმეს, ან ამ ცალ ფეხზე დგომამ უზრუნველყოს რაღაც. მყარად ღირსებით შევალთ ევროპულ ოჯახში, დავბრუნდებით ჩვენს ადგილას, სადაც ამ ქვეყნის ბუნებრივი ადგილია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე