სალომე სამადაშვილი - ზარქუას სულ მინდა ვკითხო, ძალიან მკაცრად აფასებს ჩემ დიპლომატიურ კარიერას, ჩემი გამოზრდილი კადრების გარდა, რატომ ვერავის პოულობს „ქართული ოცნება“?

ზარქუას [ირაკლი] სულ მინდა ვკითხო, ძალიან მკაცრად აფასებს ჩემ დიპლომატიურ კარიერას, ჩემი გამოზრდილი კადრების გარდა, რატომ ვერავის პოულობს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

სამადაშვილის შეფასებით, ცუდი ხელმძღვანელის ხელში კარგი კადრები არ იზრდებიან.

„უფლება მაქვს მინისტრი [თეა ახვლედიანი] მკაცრად შევაფასო, იმიტომ, რომ მინისტრი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ჩემთან, როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბოჭორიშვილი, ასევე ევროკავშირში დღევანდელი ელჩი მახარობლიშვილი. ზარქუას სულ მინდა ვკითხო, ძალიან მკაცრად აფასებს ჩემ დიპლომატიურ კარიერას, ჩემი გამოზრდილი კადრების გარდა, რატომ ვერავის პოულობს „ქართული ოცნება“? ან ევროინტეგრაციის, ან კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით დაასაქმოს, იმიტომ, რომ ცუდი ხელმძღვანელის ხელში კარგი კადრები არ იზრდებიან“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებას“ უწიგნური და გაუნათლებელი შემადგენლობა ჰყავს.

„ზარქუა უვიცია. „ქართულ ოცნებას“ უწიგნური და გაუნათლებელი შემადგენლობა ჰყავს, ამიტომ ის [ირაკლი ზარქუა] ვერ მიხვდა დღეს მე რა ვუთხარი, როდესაც ცრუ წინასწარმეტყველი ვუწოდე. ზარქუას, რა თქმა უნდა, წიგნი არ აქვს წაკითხული და მით უმეტეს, ბიბლია და ბიბლიურ მეტაფორას ვერ მიხვდებოდა. რომ განვმარტო, ცრუ წინასწარმეტყველები იყვნენ ხალხი, რომლებიც ამბობდნენ, რომ არაფერი საფრთხე არ ემუქრება იერუსალიმს, შესაბამისად, ადამიანებს უჩენდნენ ცრუ დაცულობის განცდას. როდესაც ცრუ განცდა გაქვს, რომ საფრთხე არ გემუქრება, მაშინ ხარ ყველაზე დაუცველი. უსაფრთხოდ უნდა ვიგრძნოთ თავი იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ჩვენ გარშემოა თუ სიმართლე ვუთხრათ ადამიანებს, რომ დიახ, ჩვენ ვართ დიდი გამოწვევების წინაშე“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილის შეფასებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის, თეა ახვლედიანის პლენარულ სხდომაზე გამოსვლა სუსტი იყო.

„რეალობა არის ის, რომ ძალიან სუსტი იყო ახვლედიანის გამოსვლა. ჩვენ ვართ გეოპოლიტიკურ ქარ-ცეცხლში და როდესაც ასეთი გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობას შენ გარშემო, ეს აჩენს ახლა შესაძლებლობას და როდესაც მინისტრი მოდის პარლამენტში, რაღაც სტრატეგიას უნდა გვაცნობდეს.

პირველ რიგში, მინისტრმა თვითონ არ იცის რა არის თავისი ამოცანა, იმიტომ, რომ 2021 წლის შემდეგ მუშაობენ კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების სტრატეგიაზე და ეს დღემდე ვერ დაამთავრეს, ამიტომ არ იცის და რაც არ იცის იმაზე რა უნდა თქვას. დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი ხედვა არ აქვს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა