სოზარ სუბარი - ჩვენ ადამიანები უნდა დავიბრუნოთ და ამ ადამიანების დაბრუნებისთვის აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა პროექტებს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს

ურთიერთგაგება არის გასაღები, თუ როგორ შეიძლება აღვადგინოთ ურთიერთობა ადამიანებს შორის. ამაზე გადის გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სხვანაირად ვერაფერს მივაღწევთ ვერასდროს. ჩვენ ადამიანები უნდა დავიბრუნოთ და ამ ადამიანების დაბრუნებისთვის აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა პროექტებს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც არაერთი ადამიანი გადმოდის საქართველოში სამკურნალოდ.

„დიდი მნიშვნელობა აქვს ცე ჰეპატიტის პროგრამას, რომელშიც ჩართულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, იქნება ეს აფხაზი, ოსი, ქართველი, რუსი, თუ სხვა და მათ აქვთ ამის საშუალება. ასევე მნიშვნელოვანია აივ- შიდსის პროგრამა, ტუბერკულოზის პროგრამა. ძალიან ბევრი ადამიანი გადმოდის და აქ რომ გადმოდიან, მერე უკან სულ სხვა ადამიანებად ბრუნდებიან, სულ სხვა ურთიერთობები აქვთ და ეს არის სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც დღეს ჩვენი სახელმწიფო აკეთებს და რაშიც ლიდერის როლი სწორედ თქვენს უწყებას აქვს", - მიმართა სახელმწიფო მინისტრს სოზარ სუბარმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება