გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმები უმრავლესობით მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 153 წევრმა ქვეყანამ, 10 ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები და ისრაელი, წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 23-მა, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, იტალიამ და უკრაინამ, თავი შეიკავა.

ისრაელმა რეზოლუცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სარგებელს მოუტანს ტერორისტებს. ”ცეცხლის შეწყვეტა სარგებელს მხოლოდ ტერორისტებს მოუტანს, რომლებიც იპარავენ ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი თავისთვის. ეს იქნება სასიკვდილო განაჩენი კიდევ უფრო მეტი ისრაელელისა და ღაზელისათვის“, - განაცხადა ისრაელის წარმომადგენელმა გაერო-ში, გილად ერდანმა.

გაერო-ში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა კი განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის სასარგებლოდ ხმის მიცემა ისტორიული დღეა გენერალური ასამბლეის მიერ გაგზავნილი ძლიერი გზავნილის თვალსაზრისით.

”ჩვენი კოლექტიური მოვალეობაა გავაგრძელოთ ეს გზა, სანამ არ დავინახავთ ამ აგრესიის დასრულებას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ”, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა