ჯო ბაიდენი - ისრაელი, ღაზის დაბომბვის გამო, გლობალურ მხარდაჭერას კარგავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზის სექტორის "განურჩეველი დაბომბვის" გამო, ისრაელი გლობალურ მხარდაჭერას კარგავს.

"ისრაელის უსაფრთხოება შეიძლება დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მხოლოდ შეერთებული შტატები. მას ჰყავს ევროკავშირი, ევროპა, მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, მაგრამ ისინი იწყებენ ამ მხარდაჭერის დაკარგვას განურჩეველი დაბომბვით, რომელიც ხდება”, - აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და რომ ისრაელს ამის სრული უფლება აქვს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უნდა შეცვალოს თავისი მთავრობა, ისევე როგორც მისი პოზიცია კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტაზე. კონფლიქტის დასასრულებლად აღნიშნული მიდგომის გამოყენებას მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება. ის ითვალისწინებს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ისრაელთან ერთად იარსებებს.

"ეს არის ყველაზე კონსერვატიული მთავრობა ისრაელის ისტორიაში. ისრაელის ეს მთავრობა ძალიან ართულებს მას. მათ არ სურთ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!