აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტმა, თემატური მოკვლევის ფარგლებში, გასვლითი სხდომა გამართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტმა, თემატური მოკვლევის მიზნით, გასვლითი სხდომა გამართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ბაციკაძის განცხადებით, მოკვლევა მოსწავლეთა მასობრივ სპორტში ჩართულობის შესახებ მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესწავლას ითვალისწინებს და მისი მიზანი ამ სფეროში არსებული გამოწვევების გაანალიზება და სიახლეების დანერგვაა.

„დარგობრივი კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები ხელვაჩაურის რესურსცენტრის წარმომადგენლებსა და საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგებს შეხვდნენ. თემატური მოკვლევის მიზნები და ამოცანები შეხვედრის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ გააცნო. კითხვა-პასუხის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მოისმინეს შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებები და წინადადებები.

დღესვე, კანონმდებლებმა, მოსწავლეთა მასობრივ სპორტში ჩართულობის შესახებ, ინფორმაცია მოისმინეს მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელებთან და მწვრთნელ-პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზეც.

თემატური მოკვლევის დასრულების შემდეგ, კომიტეტი მოამზადებს შესაბამის დასკვნასა და რეკომენდაციებს, რომლებიც, შემდგომი რეაგირებისთვის, სათანადო უწყებებს გადაეგზავნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე