შალვა პაპუაშვილი - მოსახლეობამ დაინახა, თუ როგორ მწარედ მოგვატყუეს შიდა თუ გარე მეგობრებმა, როცა ამერიკულ კანონს დაარქვეს „რუსული კანონი“ - ირონიულად ჩაგვეცინება, როცა ეს თემა დირექტივის სახით შემობრუნება და აქეთ მოგვთხოვენ, რომ ეს კანონი მივიღოთ

ვფიქრობ, მოსახლეობამ კარგად დაინახა, თუ როგორ მწარედ მოგვატყუეს შიდა თუ გარე მეგობრებმა და ამერიკულ კანონს დაარქვეს „რუსული კანონი“ - ნამდვილად ირონიულად ჩაგვეცინება, როდესაც დირექტივის სახით შემობრუნება ეს თემა და აქეთ მოგვთხოვენ, რომ ასეთი კანონი მივიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გამაცხადა.

მისივე თქმით, ბედის ირონიაა, რომ ევროკავშირში ისეთივე კანონპროექტი დაინიცირდა, რისი მიღებაც საქართველოში იგეგმებოდა.

ამასთან, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ „ხანდახან ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, ზოგიერთი ორგანიზაცია და ზოგიერთი ქვეყანაც კი, თავის თავს აღიქვამს იუპიტერად, ქართველ ხალხს კი ხარად“.

“გარკვეულწილად, ბედის ირონიაა. არის ლათინური გამოთქმა, რომელიც ქართულად ასე ჟღერს - “ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის”. როგორც ჩანს, სამწუხაროა, ხანდახან ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, ზოგიერთი ორგანიზაცია, ზოგიერთი ქვეყანაც კი, თავის თავს აღიქვამს იუპიტერად, ჩვენ კი, ქართველ ხალხს აღგვიქვამს ხარად. აი, ეს არის საბოლოო ჯამში, სწორედ ბედის ირონია, რომ ჩვენ ვხედავთ რომ სხვადასხვა ქვეყნები აინიცირებენ ასეთ კანონებს და მოქმედებს, მათ შორის, ევროკავშირიც აინიცირებს ზუსტად იგივე სულისკვეთების და შინაარსის კანონპროექტს, რომელიც საქართველოში იყო დაინიცირებული და ამას არქმევს დემოკრატიის დაცვის აქტს. ზუსტად ამ თემებზე ვსაუბრობდით ჩვენ და მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ის არის ევროკავშირის მოტივაცია, რაც ჩვენ გვქონდა.

რაც შეეხება თავად ამ პროექტს - ამაშია ბედის ირონია. თქვენ იცით, რომ დაინიცირებულია, როგორც ევროკავშირის დირექტივა, დაველოდებით, მიიღებენ ამ დირექტივას და მერე მე მგონი, აქეთ მოგვთხოვე, რომ მივიღოთ. მაშინ კი ნამდვილად ირონიულად ჩაგვეცინება, როდესაც დირექტივის სახით შემობრუნება ეს თემა და აქეთ მოგვთხოვენ, რომ ასეთი კანონი მივიღოთ.

...გავიდა დრო და ვფიქრობ, მოსახლეობამ კარგად დაინახა, თუ როგორ მწარედ მოგვატყუეს შიდა თუ გარე მეგობრებმა, როდესაც აბსოლუტური ტყუილი გაავრცელეს. ამერიკულ კანონს ეძახდნენ რუსულ კანონს. ამაშიც კი დაარწმუნეს ზოგიერთი ადამიანი, რომ ამერიკულ კანონს დაარქვეს რუსული კანონი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, რომ ჩვენ გვყავს უცხოური დაფინანსების მქონდე რამდენიმე მულტიმილიონერი NGO, რომელიც მოქმედებს არა საქართველოს ინტერესებით, არამედ თავისი დამფინანსებლის ინტერესით.

„მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს, ქართველი ხალხის ინტერესი არ არის რომ რუსეთს საქართველომ სანქციები დაუწესოს. ვის ინტერესებს იცავენ მულტიმილიონერი NGO-ები? თავისი დამფინანსებლის ინტერესებს,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი