შალვა პაპუაშვილი - მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა, ერთადერთი წერილი, რომელსაც ქალბატონი სალომესგან ველოდები, ისაა, სადაც ეწერება, რომ კონსტიტუციას აღარ დაარღვევს - ღონისძიებაზე მისვლას არ ვაპირებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე მისვლას არ აპირებს.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, მან პრეზიდენტისგან მიწვევა მიიღო, თუმცა, მისივე თქმით, ის ზურაბიშვილისგან იმ წერილს ელოდება, სადაც ეწერება, რომ ის „კონსტიტუციას აღარ დაარღვევს“.

„არ ვაპირებ მისვლას, მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა, ერთადერთი წერილი, რომელსაც ქალბატონი სალომესგან ველოდები, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ დღეის იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას. ვიდრე ასეთი წერილი და განცხადება არ იქნება, რომ ის ხელს იღებს კონსტიტუციის დარღვევისგან მომავალში, რა თქმა უნდა, ასეთი მოწვევები შეუსაბამოა, ვინაიდან ადამიანი, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, მორალურ უპირატესობას კარგავს ასეთი ღონისძიებების ორგანიზებით.

ხელისუფლების არათუ ხელმოწერა, ჩვენი ხმა, მხარდაჭერა აქვს მიღებული 100-მდე კანონპროექტს, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებას ემსახურებოდა. მთავრობის და პარლამენტის ინიცირებულია ეს 100-მდე კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც, ჩვენ პოზიტიური შეფასება გვაქვს და რომლის საფუძველზეც კანდიდატის სტატუსს გვაძლევენ და არა „სოფლის მაშენებლების“ ესთეტიკით, რომლითაც, სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეც არის დაკავებული, რომ თითქოს, აქ ასეთი წარმოდგენები არის გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ინიცირება იყო კანონპროექტების და მხარდაჭერა ჰქონდა კანონპროექტებს, რეფორმებს და ინსტიტუციურ ცვლილებებს, ამის გვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, აქ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაზე მთავარი რამ ქართველი ხალხის მხარდაჭერით და ეს მხარდაჭერა ქართველი ხალხისაა და ეს საქმე საქართველოს ხელისუფლებისაა, შესაბამისად, აისახება ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია