გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა და მასზე „ქართული ღვინის ენთუზიასტის“ და „ქართული ღვინის ექსპერტის“ წოდებები მეღვინეობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებში გამარჯვებულებს გადაეცათ. „ქართული ღვინის ენთუზიასტის“ და „ქართული ღვინის ექსპერტის“ წოდებები მეღვინეობის სფეროს 20-მა წარმომადგენელმა მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლაში, იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს მეღვინეობის სფეროს ასოციაციებთან და სხვა პროფესიულ ორგანიზაციებთან. ერთ-ერთი ასეთია, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. მისასალმებელია, რომ საქართველოში სომელიეს პროფესია უკვე დამკვიდრდა და აქტიურად ვითარდება. ბოლო წლებში, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად დააფასეს ეს პროფესია, რადგან სწორედ სომელიე წარუდგენს მომხმარებელს ღვინოს და გადასცემს ინფორმაციას ღვინის კულტურასა და ისტორიაზე, ის არის უშუალო შუამავალი ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს სომელიეთა ასოციაცია უკვე მრავალი წელია ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. მან ხაზი გაუსვა მეღვინეობის დარგში იმ პროფესიული და საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებლობას, რომლებიც სწორედ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.

„საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის გადაწყვეტილებით, მეღვინეობის დარგში დასაქმებული რამდენიმე ახალგაზრდას ასოციაციის სასწავლო პროგრამებში სწავლება დაუფინანსდება.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (GSA) 2003 წელს შეიქმნა; 2008 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი, რომელიც აერთიანებს 63 ქვეყანას. GSA საქართველოში ღვინის რამდენიმე საგანმანათლებლო სასწავლო კურსის ინიციატორია, მათ შორის, „ქართული ღვინო“, „International Sommelier“, „WSET“ და სხვა. სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ