ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან არცერთ ღონისძიებაზე მისვლას არ ვაპირებთ - „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მივლენ, მათი ადგილია იქ და არა ჩვენი

ჩვენ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან არცერთ ღონისძიებაზე მისვლას არ ვაპირებთ, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მივლენ, მათი ადგილია იქ და არა - ჩვენი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებას არ შეუერთდება, ვინაიდან „ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია“.

„მოწვევა მივიღე, თუმცა, არც მე არ ვაპირებ, ისევე როგორც გუნდის სხვა წევრები არ აპირებენ ბუნებრივია, ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილი გახდა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, თქვენ იცით, რომ მას აღარ ენდობა საპარლამენტო უმრავლესობა, პარლამენტში 80-ზე მეტმა დეპუტატმა დაუჭირა მის იმპიჩმენტს მხარი, ერთადერთი, „ნაცმოძრაობის“ ხმებით რჩება ის საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, ის სინამდვილეში არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ჩვენ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან არ ვაპირებთ არც ერთ ღონისძიებაზე მისვლას, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მივლენ, მათი ადგილია იქ და არა - ჩვენი.

ყველამ იცის ყველაფერი, მათ შორის, ელჩებმაც იციან, რომ სალომე ზურაბიშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს. აქედან გამომდინარე, ყველასთვის ცხადია, ის თუ რატომ არ მიდის მმართველი გუნდი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან მიღებაზე. ელჩებს აქვთ საკუთარი ეტიკეტი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ამ ყველაფრის, ისინი ვალდებული არიან მივიდნენ სახელმწიფოს მეთაურთან, რადგან ფორმალურად მაინც სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის პოლიტიკური ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე არ ვეწვიოთ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტს“, - აცხადებს კობახიძე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია