ირაკლი კობახიძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ არც ერთ ინიციატივას არ განვიხილავთ, ამის პირობა შემიძლია მოგცეთ - ეს „ენჯეო“ სხვა არაფერია, თუ არა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ნაწილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ არც ერთ ინიციატივას არ განვიხილავთ, ამის პირობა შემიძლია მოგცეთ - ეს „ენჯეო“ სხვა არაფერია, თუ არა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ნაწილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას ეხება.

კობახიძე აცხადებს, რომ ინკლუზიურობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც ევროპული რეკომენდაციაა, დისკუსიებში ჩართულობას ნიშნავს და არა ოპოზიციის ინიციატივების დამტკიცებას. რაც შეეხება დისკუსიის მონაწილეთა რეკომენდაციების გაზიარებას გადაწყვეტილების მიღებისას, კობახიძე ამბობს, რომ ბევრი რეკომენდაცია გაიზიარეს 12 პრიორიტეტზე მუშაობისას და ახლაც შეუძლიათ წარმოადგინონ. მისივე თქმით, რაციონალურ რეკომენდაციებს გაზიარებენ.

„თემა (უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო კონტროლი) ცალკე საკითხია, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ 9 პრიორიტეტის ფარგლებში. რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინიციატივებს, მათ არც ერთ ინიციატივას არც განვიხილავთ, ამის პირობა შემიძლია მოგცეთ. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზეა“ საუბარი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ეს „ენჯეო“, სხვა არაფერია თუ არა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნაწილი. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ინიციატივებს ჩვენ აპრიორი არ განვიხილავთ. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც ვიმუშავებთ, საპარლამენტო პარტიებთანაც, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივებს რაც შეეხება, მათი მომზადება და წარდგენა მოხდება ჩვენი მხრიდან. მათ შეუძლიათ ჩაერთონ დისკუსიებში, ბევრი მათი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, როცა 12 პრიორიტეტზე წარიმართებოდა მუშაობა. თუ იქნება რაციონალური წინადადებები, გავითვალისწინებთ, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივებს, მათი წარდგენა მოხდება ჩვენი მხრიდან, ჩვენი პასუხისმგებლობით, რადგან ეს არის მიღებული პრაქტიკა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად, გერმანიის ბუნდესტაგის პრაქტიკა - არც ერთი ოპოზიციური ინიციატივა არ დამტკიცებულა ბუნდესტაგის მიერ ამ წლების განმავლობაში. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თავის ინიციატივებს უჭერს მხარს და არა ოპოზიციის ინიციატივებს. როგორც მუშაობს ყველა დემოკრატიული ქვეყანა, ისე ვიმუშავებთ ჩვენც. ვერავინ მოგვთხოვს, ყველამ იცის, როგორია დემოკრატიული პრაქტიკა - ინკლუზიურობა ნიშნავს დისკუსიებში ჩართულობას და არა იმას, რასაც „ნაცმოძრაობა“ ან გიგაური შემოიტანს, იმას დავუჭიროთ მხარი,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მაშინ რატომ უჭერენ მხარს მაგალითად, ფრიდონ ინჯიას ინიციატივას, კობახიძე პასუხობს, რომ „ამ ინიციატივამ სერიოზული პრობლემა მოხსნა“ და ამიტომ დაუჭირეს მხარი.

„ამ შემთხვევაში საუბარი იყო ისეთ თემაზე, რომელიც პრინციპულად ცვლიდა ვითარებას დადებითისკენ საარჩევნო კუთხით“, - აღნიშნა კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა