გიორგი ვაშაძე - კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ თბილისში კოლაფსი გამოიწვია - ეს არის უსისტემო მართვის შედეგი

კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია - საცობები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კატასტროფული მდგომარეობა, ადგილები არ არის, ეს არის ქაოსური, უსისტემო მართვის შედეგი, არცერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ თბილისის ურბანული ტრანსპორტის განვითარების საკითხზე ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, სატრანსპორტო კოლაფსი განაჩენი არ არის და სისტემური რეფორმებით აღნიშნული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. მისივე განცხადებით, კალაძის შემოთავაზება სამუშაო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ტყუილი აღმოჩნდა.

„კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. საცობები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კატასტროფული მდგომარეობა, ადგილები არ არის, ეს არის ქაოსური, უსისტემო მართვის შედეგი.

არცერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული, სისტემური მართვა არ ხდება, სპეციალისტებს არ უსმენენ.

მის შემოთავაზებას, რომ მოიტანეთ იდეები- ჩვენ ვუპასუხეთ, რომ მზად ვართ მივიდეთ, მაგრამ აქაც ტყუილი აღმოჩნდა მისი შეთავაზება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საცობები ჩვენი განაჩენი არ არის , მთავარი პრობლემა არის ის, რომ თბილისმა დაკარგა მობილობა, გადაადგილების ეფექტურობა დაიკარგა, რაც ეკონომიკასა და სამუშაო ადგილებს ურტყამს.

არამარტო ვწუხდებით, არამედ ეს ყველაფერს აჩერებს. ამიტომ ჩვენ დღესაც მზად ვართ, თუ იქნება მზაობა, გეგმა წარმოდგენილია ჩვენი მხრიდან, დღესაც მოწვეულები იყვნენ და არ მოვიდნენ , ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ სამუშაო პროცესში. ზუსტად ვიცით, რომ საშველი არსებობს, მთავარია, რომ ეს ადამიანები მოვატრიალოთ ხალხის მხარეს, მათსავით „ქოცლაინზე“ ექსკლუზიურად ყველა არ დადის, ეს უნდა გაიგონ ამ ადამიანებმა, საჭიროა კომპლექსური და სისტემური მიდგომა და ეს პრობლემა გადაწყდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე