თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს პროექტმა ყველაზე გამოყენებადი ელექტრონული სერვისის ნომინაციაში გაიმარჯვა

თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტმა MS Taxi, საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოს მე-13 რეგიონულ კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების კონფერენციაზე, ყველაზე გამოყენებადი ელექტრონული სერვისის საკონკურსო ნომინაციაში გაიმარჯვა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი მარგებაძის თქმით, სააგენტო აქტიურად მუშაობს ინოვაციების მიმართულებით, რათა მოქალაქეებს არაერთი პრაქტიკული ელექტრონული სერვისი შესთავაზოს.

„მოხარულები ვართ, რომ ამ ნომინაციაში გავიმარჯვეთ. ჩვენი სააგენტო აქტიურად მუშაობს ინოვაციების მიმართულებით, რათა მოქალაქეებს არაერთი პრაქტიკული ელექტრონული სერვისი შევთავაზოთ. კონფერენციაზე მონაწილეობა მივიღეთ პანელურ სესიაშიც და ჩვენი პროექტები პროფესიულ წრეებს წარვუდგინეთ“, - განაცხადა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ.

ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ელექტრონული სერვისები რამდენიმე პროექტს აერთიანებს, რომლის მიზანია, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მოსახლეობამ სახლიდან გაუსვლელად შეძლოს სასურველი მომსახურების მიღება. სააგენტო აღნიშნული სერვისების განვითარებაზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე