სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი პასუხით რუსეთი ისარგებლებს, საქართველოს ნაცრისფერ ზონად ჩათვლის და ამას პროპაგანდისთვის გამოიყენებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი პასუხით „რუსეთი ისარგებლებს, საქართველოს ნაცრისფერ ზონად ჩათვლის და ამას პროპაგანდისთვის გამოიყენებს”.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჩეხეთში ვიზიტის დროს „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე რა შედეგი ექნება ევროპულის საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი პასუხს, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს ძალიან ცუდი იქნება.

„ძალიან ცუდი. ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე. ეს საზოგადოებაში ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, განსაკუთრებით ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ. ვფიქრობ, ახლა ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ პასუხი აუცილებლად დადებითი იქნება. მაგრამ ვფიქრობ არაფერი შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად, სანამ ის არ გაკეთდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია