ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ ბენეფიციარებს მოემსახურება

„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ ბენეფიციარებს მოემსახურება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული საკითხის შესახებ დადებითი რეკომენდაცია თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული.

საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფმა მრავალპროფილურმა დაწესებულებამ „ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა“ უნივერსიტეტის დაკვეთით მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიმდინარე წლის სექტემბერში ფუნქციონირება შეწყვიტა.

საკრებულოს ინფორმაციით, დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ უნივერსიტეტის C კორპუსი ავარიულია და სეისმომედეგი ნაგებობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და ამ ყოველივემ აღნიშნული დაწესებულების ბენეფიციარებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების საჭიროება წარმოშვა, რათა ქვეპროგრამის განხორციელების პროცესი არ შეფერხებულიყო და ბენეფიციართა უფლებები არ შეზღუდულიყო.

„აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა საჭიროებებიდან გამომდინარე და მათი აბილიტაციის პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ ცვლილება შეგვაქვს, რომლის თანახმად, „ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ჩაერთვება, რომლის ფარგლებშიც ბავშვები და მოზარდები თერაპიულ მომსახურებას და სისტემაში მოყვანილ სერვისს მიიღებენ.

ბავშვთა ჰარმონიული ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი გარემოს შექმნა. ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განვითარება და მათი ხელშეწყობა ჩვენი ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. წარმატებებს ვუსურვებ ყველას ამ კეთილ საქმეში,“ - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ კომისიის სხდომის დასასრულს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა