თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - თსსუ-ის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“ კიდევ ერთი წარმატებული პრემიერა გამართა

12 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში, სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის „ნიღაბი 2023“-ის ფარგლებში, თსსუ-ის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“ წარმოადგინა სპექტაკლი „ოსვენციმი“.

სპექტაკლის რეჟისორი, თსსუ-ის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თეატრის „ჰიგია“ დამაარსებელი, ნათია გუჯაბიძე, ამჯერადაც წარმატებული ნამუშევრით წარდგა მაყურებლის წინაშე. სცენარის ტექსტის ავტორია დუდუ მოდებაძე, მხატვარი - ხვიჩა სებუა, მუსიკალური გაფორმება - გიორგი სანიკიძე და სოფიო ცინცაძე, ქორეოგრაფი - არჩილ სოლოღაშვილი.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ თსსუ–ის სტუდენტები: გიორგი სანიკიძე, გიორგი ბრეგაძე, ტატო ზუმბაძე, ოთო მაგრაქველიძე, თემურ ჩხეიძე, მოლინა იოსელიანი, ნატა სურმავა, ნინო ლოსაბერიძე, ანა ბუქური, ფეფე გოგნაძე, დუდუ მოდებაძე, ანანო სიდამონიძე, ბახვა გელაშვილი, ხვიჩა სებუა, ვახო კიკნაძე, საბა ილურიძე, გური მელაძე, ლუკა ილურიძე, საბა გველესიანი, მარიამ ახალაია, მარიამ ფანცულაია, ინა ნიქაბაძე, ელენე უჯმაჯურიძე, კატო ჭანჭალეიშვილი, სალი ხუტაშვილი, თათა პაპაშვილი, მარიამ დემურია, ანანო ბიბილაშვილი სალი საგინაშვილი, ნატა გოროზია, თეკლა ხუჯაძე, მარიამ კვანტალიანი, ნია ყალიჩავა, ქეთო ქადაგიშვილი, სალომე მიქაძე, მარიამ ჭონქაძე სამსახიობო ოსტატობით არ ჩამოუვარდებოდათ პროფესიონალ მსახიობებეს. ნიჭიერებით გამორჩეულმა თსსუ-ის სტუდენტმა-მსახიობებმა სცენაზე ნამდვილი თეატრალური ზეიმი მოაწყვეს.

ტრადიციულად სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა