3 იანვრიდან, თეატრი „სახელოსნო 42“  სპექტაკლს -  „პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგადასავალი“ წარმოადგენს - სეზონის გენერალური სპონსორია SOLO

3 იანვრიდან, თეატრი „სახელოსნო 42-ის“ სცენაზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ლევან წულაძის ახალი სპექტაკლი „პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგადასავალი“ იხილოს და ახალი გამოცდილების ნაწილი გახდეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „SOLO“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეატრი „სახელოსნო 42“-ის სეზონის გენერალური სპონსორია SOLO.

„სპექტაკლში მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, თბილისში ვითარდება - ოჯახი ახალი წლის შესახვედრად მამულში მიემგზავრება და სახლში თინეიჯერი გოგო მარტო დარჩებათ.

თეატრი სახელოსნო 42-ის სცენაზე ძველი თბილისის ცნობილი ისტორიები და პერსონაჟები გაცოცხლდება, მათ შორის: ავაზაკები, ყარაჩოღელები, შობის ანგელოზები და სხვადასხვა გამოგონილი გმირი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე: biletebi.ge და tkt.ge

SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13-დან 15 დეკემბრის ჩათვლით წინასწარ შეიძინონ ბილეთები. ამასთან, სეზონის მანძილზე SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად